მამუკა მდინარაძე რომ ვაცხოვროთ თვიდან თვემდე 215 ლარით საინტერესოა, თუ ისევ იქნება ღიმილის და დაცინვის ხასიათზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს უპასუხა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ქალბატონო თამარ, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, სხვათა შორის. გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ“.
„არ მეღიმება, როცა ვერ იღიმიან პენსიონერები აფთიაქების რიგებში, პრეპარატებს რომ ვერ ყიდულობენ, ბავშვები რომ მშივრები არიან, ომის ვეტერანები რომ შეურაცხმყოფელ ფულად კომპენსაციას იღებენ სახელმწიფოსგან, ვერ და არ მეღიმება, უფრო გული მისკდება… მე კი თქვენს წინააღმდეგ ოპოზიციაში სწორედ იმიტომ ვარ, რომ პენსიონერები, სოციალურად დამცველები, შშმ პირები, ომის ვეტერანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები თქვენთვის მთავარი რომ არ არის… ჩემთვის კი, უმთავრესია და ამიტომაც ვარ ოპოზიციაში. მამუკა მდინარაძე რომ ვაცხოვროთ თვიდან თვემდე 215 ლარით საინტერესოა, თუ ისევ იქნება ღიმილის და დაუცველი მოქალაქეების დაცინვის ხასიათზე?“- აცხადებს თამარ ჩარკვიანი.