ქალბატონო თამარ, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ! ბოდიშს გიხდით, რომ ამას გეუბნებით, მაგრამ ჩვენ რომ რაღაცაზე გაგვეცინება, ამაზე კივილ-წივილს ნუ ატეხავთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მანამდე, თაკო ჩარკვიანმა, განცხადების გაკეთება სცადა, თუმცა მალევე უმრავლესობის მისამართით განაცხადა: „მე მგონი, აქ ერთი ტრენინგი ზრდილობაზე არ აწყენდათ“.
„ქალბატონო თამარ, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, სხვათა შორის. გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიღიმებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და თუ შეიძლება, ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, ზრდილობის პრობლემები მოიკითხეთ თავად. ძალიან დიდი ბოდიში, უკაცრავად, ამის თქმა რომ მიწევს და ადამიანი რომ გაიცინებს და ამაზე რომ ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები რომ არაფერთან დაკავშირებით არ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ცოტა თავი შეიკავეთ ზრდილობაზე მითითებისგან, ძალიან გთხოვთ, უკაცრავად“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ თაკო ჩარკვიანს.
თაკო ჩარკვიანმა მამუკა მდინარაძეს გაეპასუხა: „პენსიონერი მშიერი კვდება“
„ეს არის თქვენი პოპულიზმი, დიახ, მაგრამ ჩვენ რომ რაღაცაზე გაგვეცინება, ამაზე კივილ-წივილს, ბოდიშს გიხდით, რომ ამას გეუბნებით, ნუ ატეხთ, თქვენი პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.