„არ მინდა, გაუვიდეს ხელისუფლებას საქციელი. ორივე საკუთარ თავზე ფიქრობს. ერთი იმაზე, რომ არ მოხდეს მისი იმპიჩმენტი, მეორე კი იმაზე ფიქრობს, რომ ჭადრაკის დაფაზე გაყვანილი ჰყავს ქალბატონი, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოადგეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ფაქტია, რომ ის გადაეფარა. - ამის შესახებ მე-10მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, კანონი და სამართლის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"სხვა ვარიანტი არ არის. თუ არის რაიმე სხვა ვარიანტი, ვისაუბროთ და გავარჩიოთ. ნებისმიერი მოცემულობის დროს სალომე ზურაბიშვილის ყველა კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაურჩინეს. ის ზუსტად ისევე დადგა „ფეესბეს“ დამცველად, როგორც კობახიძე და ა.შ. ვიდრე ბაქრაძის ამბავი იქნებოდა, მანამდეა წარდგენილი კანდიდატურები. მეც ჟურნალისტი ვიყავი და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ვაქცევ. ბაქრაძის შემდეგ არ არის წარდგენილი ის კანდიდატები. ამით თავს ვერ გაიმართლებს. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. პრაქტიკულად, ფარცხალაძის ქონება, ყველაფერი დაიცვა. ფაქტებით ფარცხალაძე დაიცვა. იმ ფაქტზე მინდა, ვისაუბრო, რომ ივანე მერაბიშვილის ჩვენება არსებობს, რომ ფარცხალაძემ მას მოსთხოვა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ „ფეესბეს“ მოუთხოვია ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა. ახლა ისე გადაეფარა ფარცხალაძეს, რომ კიდევ უფრო გამიღრმავდა ჩემი ძალიან დიდი ხნის ეჭვი, რომ ის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის გზავნილების შემსრულებელი გახლავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური ყოფილი პროკურორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამის შესახებ "აიპრესს" სუსში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საბუთები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე