სანამ არჩილ (ალუჩა) თალაკვაძე დიქტატორულ პოემას არ მოგვასმენინებს იძულებით სრულიად საქართველოს, მანამდე არ გამოხვალთ ქუჩაში???- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„დიახ, იმ ცხრა წლის დროს ანუ ყოფილი ხელისუფლების დროს 4 თვე იყო ქუჩაში გაშლილი კარვები და "ლეიბები", ოღონდ ეს "მოპოეტო"თალაკვაძემ არ იცის , რადგან მაშინ ნაც მოძრაობას იყო აკრული, არც ეროვნულ მოძრაობას უთაკილია (კოსტავა გამსახურდიას და სხვებს ნოემბრის შიმშილობა იყო თუ 9 აპრილი) კარვები ,საბნები და ლეიბები ( ნუ ეგ რომ არ ემახსოვრება და ეცოდინება თალაკვაძეს ზუსტად ვიცი)არც ვარშავის დრამატულ თეატრთან რომ დაყარეს პატრიოტებმა ფერად-ფერადი ლეიბები ერთი წლის წინ, ქვეყანას სახელმწიფოს რომ დასჭირდა არ უთაკილიათ......
11 წელია რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება გვყავს და თალაკვაძის "ლექსებს და ბიძინას "სკაზკებს -ზღაპრებს " ვისმენთ პოეზიის სავანეში -საქართველოში და ოპოზიციაში კი "ფსევდო მელიას" და "მოოლიგარქო ტიპების" ღლიცინს ვუნდებით და ვიღაცის ახალ ფეიკს ველოდებით, რაღაც მოგონილი ჯერ ვერ შექმნილი იმიჯით.
ეს -2007-10 წლებში სახალხო დამცველის მრჩეველი (ბოკერიას პოლიტ ფანი იმ წლებში) არჩილ -(ალუჩა)თალაკვაძე სანამ (დიდი ფორმის) დიქტატორულ პოემას არ მოგვასმენინებს იძულებით სრულიად საქართველოს მანამდე არ გამოხვალთ ქუჩაში ?????
"ალუჩას სოფლად რა ხანია შვილი გაუჩნდა" ( ავტორი თალაკვაძე იხ .კრებული «ლირიკული ლარნაკი”) ჰოდა “რა ხანიაო” და ჩვენთან არ მოვიდა დრო ამათი “სახლში” გაშვების?!“- წერს თამარ ჩარკვიანი.