იმის მეოთხედიც არ მითქვამს ხაზარაძეზე, რაც ელისაშვილმა თქვა და კი შეირგეს დედის რძესავით - საბა როგორ ხარ „გენაცალე” ხომ კარგად?!, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„კაცო ეს საბა ბუაძე რომ არის( ლელოს ტიპი)მე რომ მერჩოდა ტვ,პირველზე ვფიქრობ გახსოვთ, დუჟმომდგარი სახედაკარგული რომ კიოდა ეთერში, ჩემს მამუკა ხაზარაძეს რა აკადრე ეს, რას ჰქვია მევახშეო, რა ვიცი მეოთხედი არ ამის მეოთხედი მითქვამს რაც ელისაშვილმა უთხრა ხაზარაძეს პირისპირ ღია ეთერში, “პატიმრებს პირდაპირ ციხეში უფორმებდი კრედიტებს და ქუჩაში ყრიდი შე თაღლითოო”🙈😂ჰოდა რა ვიცი ა ბატონო კი შეირგო დედის რძესავით ხაზარაძემ ნუ ფაქტია.
იცით რა გაერთიანებას ვეხვეწებოდით არაფრით არ გაერთიანდნენ, უი ნაცებთან არაო, მერე “ახალთან” ვერ მორიგდნენ, მერე გახარიამ არაო, მოკლედ არაფრით არ გაერთიანდნენ, ჰოდა ახლა მოგვევლინა ტანდემი ხაზარაძე -ელისაშვილის, ა ბატონო ეს ყოფილა შესაძლებელი  და რას ერჩით???
და საერთოდ რა გვინდა ამ ალეკოსგან ?! უთხრა კაცმა სიმართლე   და იმ “ბანკირმაც” შეირგო. 
საბა  ( ბუაძე)როგორ ხარ “გენაცალე” ხომ კარგად  ?! ჩემი რჩევაა მეტი ასე ნაადრევად დაუფიქრებლად, თავგამეტებით და უტიფრად ნუ დაიცავ სიცრუეს, თან ზუსტად რომ იცი რომ ოპონენტი სიმართლეს ამბობს. აღარ განერვიულდე ბიჭუნავ, ხომ ხედავ რა არ ხდება?!😃
ჰოდა ,ამათი შემხედვარე მითუფრო გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას მის განახლებულ გუნდს -ერთიანობას!“, - წერს ჩარკვიანი.

ალეკო ელისაშვილი "ლელოს", ანა დოლიძისა და "თავისუფლების მოედანის" გაერთიანებას შეუერთდა