ღია ეთერში ადამიანს [ლევან ხაბეიშვილს] ახსნა-განმარტება უხდება, რადგან ვიღაც „ლუზერმა” რაღაც წაიქირქილა, ისე როგორც „ფეიკებს” სჩვევიათ. რა უხერხულია და სირცხვილი, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
„აი ამ ადამიანს, რომელსაც სახელისუფლო ზონდერებმა მიაყენეს პრაქტიკულად სასიკვდილო, უმძიმესი მრავალმხრივი მოტეხილობები, სასტიკად უმოწყალოდ სცემეს, აი ამ ადამიანს - ხაბეიშვილს (თავის მწვავე ტვინის შერყევა, თვალბუდის ფსკერის უმწვავესი მოტეხილობით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, ქუთუთოს და პერიოკულური მიდამოს მწვავე კონტუზიით) ღია ეთერში უხდება ახსნა-განმარტება, რატომ გადაინაცვლა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, პოლიტ საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე (ცხადია გამომდინარე ვითარებიდან თავისივე პარტიასთან შეთანხმებით)
ღია ეთერში ადამიანს ახსნა-განმარტება უხდება, რადგან ვიღაც “ლუზერმა” რაღაც წაიქირქილა, ისე როგორც “ფეიკებს” სჩვევიათ.
რა უხერხულია და სირცხვილი,
სამარცხვინო საქციელი, დაუნდობლობა და სიმდაბლე “მოპოლიტიკანო” ამბიციით დაავადებული ტიპების მხრიდან!!!!!!!
ხაბეიშვილი ბრავო თავდადებისთვის.
თინა ბოკუჩავა წარმატებით გევლოს“, - წერს თამარ ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მას მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა შეცვლის.