ბევრს გაახსენდება ჩემი რჩევა გულწრფელი - ქვეყანას თუ არ უფრთხილდებით, თქვენს ოჯახებს რას ერჩით-თქო?, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრს გაახსენდება დარწმუნებული ვარ ჩემი თხოვნა , რჩევა, მართლა გულწრფელი- კეთილი რჩევა, მოთხოვნა, ყვირილი, მუდარა, რომ - ქვეყანას სახელმწიფოს თუ არ უფრთხილდებით და წირავთ, თქვენს ოჯახებს რას ერჩით თქო? ჰოდა , ასე იცის…
აი ის კაცი -გურამ მაჭარაშვილი რომ “გზამკვლევად” გეყოლებათ, ივანიშვილის “რუსული კარტოშკის” იმედად დარჩენილებს! "კარტოშკა მუნდირში" ბუხარში შემწვარი კარგია, გემრიელია, აი ,კაცი ქართველი "რუსული მუნდირით" კი -ერის სირცხვილი!!!!!“- წერს ჩარკვიანი.