მე პირადად მომხრე ვარ ამ ტიპის ხელისუფლების გაგდების. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეთო კი არ ვიძახი, უნდა გამოხვიდე და არ უნდა გახვიდე და კი არ უნდა იღლიცინო ოპოზიციამ უფრო მეტად ვიდრე „ოცნება“ ღლიცინებდა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა.
„დაე დამაბრალონ, პრობლემა არ მაქვს, სიტყვა რადიკალი, იმიტომ რომ ვთლი, რადიკალი არის ის ხელისუფლება, თამარ ჩარკვიანი და მისი აზროვნების ადამიანები კი არა, არამედ ხელისუფალი, რომელმაც რადიკალურად წაართვა ხალხს ძალაუფლება. როდესაც ვექტორალური კურსის შეცვლაზეა საუბარი, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება და 200 ათასი კაცი გარეთ ღმუის, მე სხვა მეთოდების მომხრე ვარ, ამ მეთოდს ჰქვია, ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება - ხალხის აჯანყების უფლება, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან ამის თავი არავინ იქონია ოპოზიციაში, მაგრამ ბავშვებმა ძალიან კარგი სახე აჩვენეს. მგონია, რომ გარკვეული დიდი ერთობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, თუ მაინცდამაინც ამათ ჯანყი არ უნდათ.
მე პირადად მომხრე ვარ ამ ტიპის ხელისუფლების გაგდების, მოლოტოვის კოქტეილი ისროლეთო კი არ ვიძახი, უნდა გამოხვიდე და არ უნდა გახვიდე და კი არ უნდა იღლიცინო ოპოზიციამ უფრო მეტად ვიდრე „ოცნება“ ღლიცინებდა. დიახ, ატრიბუტიკაც უნდა მიიტანო, კარავიც უნდა დადო, უნდა დარჩე და არ გამოხვიდე",- გა
",- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.