არ მახსენდება, რომ იულია ტიმოშენკოსთვის, იქაურ ნამდვილ ოპოზიციას ეთქვა - შენ რომ ციხეში ცუდად იყავი, ახლა რატომ ხარ კარგად - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
„მე არ მახსენდება, რომ იულია ტიმოშენკოსთვის, იქაურ ნამდვილ ოპოზიციას ეთქვა - შენ რომ ციხეში ცუდად იყავი, ახლა რატომ აღარ ხარ ცუდად. ხალხო ეს პოლიტიკაა და განა არ შეიძლება ცუდად მყოფმა ადამიანმა ჟინი ბრძოლის არ გამოიჩინოს? არ შეიძლება? ის თავის ამომრჩეველს ესაუბრება. 14% ჰყავს ამომრჩეველი“,- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.