მინუს „რუსული ოცნება“ კი არა, მინუს „ნაცებიო“, აი ეს „სიბრძნე“ რომ მოგივა თავში, ან აზრზე არ ხარ, ან ცუდ თამაშს თამაშობ - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მინუს 600ათასი მედასავლეთეო, ამას რომ იტყვი ამ გაგანია, "რუსებთან" ბრძოლაში, მინუს "რუსული ოცნება "კი არა, მინუს ნაცებიო, აი ეს "სიბრძნე" რომ მოგივა თავში , ან აზრზე არ ხარ, ან ცუდ თამაშს თამაშობ ანუ ხელისუფლების თამაშს, თან მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ გაერთიანებაზე, როცა ვსაუბრობ მე პირადად ,მხოლოდ 12 პუნქტისთვის გაერთიანებას ვგულისხმობ და არა პარტიულ არჩევნებში, არამედ გავერთიანდეთ , რომ 12 პუნქტი -რეკომენდაცია მოვიპოვოთ, მდე -მდე...რომ შემდეგ სამართლიან-რეფორმირებულ არჩევნებში ხალხმა არჩევანი გააკეთოს! ჰოდა, არაო, არც 12 პუნქტისთვის უნდა გავერთიანდეთო- არაო, მინუს 600ათასი ნაციო, იმას კი არ ამბობენ მინუს "რუსული ოცნებაო", ჰოდა, იმიტომაც ვართ, ამ "მოთამაშეების" ხელში "სადაც "ვართ“,- წერს ჩარკვიანი.