ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები ექვს მისამართზე შეიცვალა.
წყალსაწრეტი მილების დამონტაჟების ბოლო ეტაპი, ასევე უკვე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა მაისურაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დაათვალიერა.
სამუშაოები შემდეგ მისამართებზე ჩატარდა:
ზესტაფონის ქუჩის N18, კორპუსი N2 - 650 კვ.მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 28 373 ლარი; 150 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები, ღირებულება - 7 985 ლარი;
ჭყონდიდელის ქუჩის N20, კორპუსი N1 - ბრტყელი სახურავი 625 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 27 310 ლარი. წყალსაწრეტი მილები - 105 გრძივი მეტრი, ღირებულება - 7 768 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი N22ა - 750 კვ. მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 34 730 ლარი. 120 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები, ღირებულება - 8 227 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N6 - ბრტყელი სახურავი 350 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 15 687 ლარი. წყალსაწრეტი მილები 65 გრძივი მეტრი, ღირებულება - 4 418 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N19 - ბრტყელი სახურავი 525 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 23 192 ლარი. წყალსაწრეტი მილები 105 გრძივი მეტრი, ღირებულება - 6 780 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N21 - 500 კვ.მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 22 281 ლარი;
სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 000 ლარი გამოიყო.









