ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
26-27 მაისს, ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბაქოს ბაზრებზე შესაწირავი ცხვრის ფასი, ცხოველის წონის მიხედვით, 350-400 აზერბაიჯანული მანათია.
ხორცის მოვაჭრეებმა მედიას განუცხადეს, რომ ბაზრებსა და მაღაზიებში ცხვრის ფასი კილოგრამზე 22-23 მანათია. შესაწირავი ცხვრის ფასიც კილოგრამზე 22 მანათად )1 აზერბაიჯანული მანათი უდრის 1,56 ლარს) არის გათვლილი. სუფთა ხორცი მთლიანი წონის ნახევარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ცოცხალ წონას გამოკლებულია ტყავი, თავი, ჩლიქები და ა.შ. შესაწირავად, როგორც წესი, ირჩევენ 35-40 კგ წონის ერთწლიან ცხოველს, რაც ნიშნავს, რომ სუფთა წონა დაახლოებით 16-18 კგ იქნება. ამიტომ, შესაწირავი ცხვრის ფასი 350-400 მანათია.
ისლამური კანონის თანახმად, მხოლოდ ჯანმრთელი ცხვრის, მოზვრის ან აქლემის შეწირვა შეიძლება. აზერბაიჯანში მუსლიმები, როგორც წესი, ვერძს ირჩევენ. შესაწირავი მოზვერი ორიდან სამ წლამდე ასაკის უნდა იყოს, აქლემი კი - არაუმეტეს ხუთი წლისა. შესაწირავი ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი სახლისთვის, მეორე ნათესავებისა და მეგობრებისთვის, მესამე ნაწილი კი ხელმოკლე ხალხისთვის.




