ოპოზიციამ ისევ დაამტკიცა რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს. - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი ემსახურებიან არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ თავიანთ უცხოელ მფლობელებს. ისინი არიან აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ დაკვეთებს და ეს დაკვეთა ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩართვაა.
ომი ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნება, თუმცა მათ ეს არ ადარდებთ. რა როლი შეასრულა ოპოზიციამ სანქციების დაწესების პროცესში, ამას მართლა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე მგონია, რომ არც არანაირი როლი არ შეუსრულებიათ. როცა ისინი ამბობენ - საქართველოს დაუწესეთ სანქციებიო, ამას თვითონ კი არ ამბობენ, მათ ამას ეუბნებიან გარედან. ვერ ხვდებიან, რომ ამით ქართველ ხალხს დაარწმუნებენ თავიანთი არჩევანის სისწორეში და თუ საით არის არჩევანი მიმართული, 26 ოქტომბერს გამოჩნდება, როდესაც, კიდევ ერთხელ, უსასტიკეს მარცხს განიცდის აგენტურა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოსვლა ანუ რადიკალური ოპოზიცია.“- აღნიშნა სუბარმა.