დღეს უკვე ვიყავით თელავში, ახლა ვართ გურჯაანში. დილიდან ადამიანების ნაკადი არ წყდება, მოდიან, რათა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ სთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
"ეს ერთგული ადამიანები, რომლებიც ასეთ ამინდშიც კი დილიდან ჩვენ გვერდით და არ წყდება ნაკადი. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ერთგულებისთვის პირველ რიგში და იმ იდეის გარეშემო ყოფნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ბრძოლას ერთად მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და ძალიან მალე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ