სალომე ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ დამახინჯდეს, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის აუცილებლად, უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული იმისათვის, რომ არ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.