„დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე. ყველგან არის ადამიანების რიგი, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი. ასი ათასზე მეტი ადამიანი არის უკვე ჩვენს გვერდზე და მჯერა, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი იქნება, რადგან მართლაც უპრეცედენტო აქტივობაა.“ - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მართლაც უპრეცედენტო აქტივობაა და ერთობაა დღეს ჩვენი მოქალაქეების. ასი ათასზე მეტი ადამიანი თითქმის უკვე ჩვენს გვერდზე არის, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და მე მჯერა, რომ გაცილებით მეტი იქნება და დავანახებთ მთელ მსოფლიოს თუ რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ