საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ფინეთს ნატოში გაწევრიანებას ულოცავს.
,,ვულოცავ ფინეთს ნატოში გაწევრიანებას. ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და ერთიანი, ხოლო ევროპა კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილია ფინეთთან ერთად. საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში”, - წერს შალვა პაპუაშვილი "ტვიტერის" გვერდზე.