"ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" დეპუტატ, სალომე სამადაშვილს, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატის გამოსვლას რეპლიკით უპასუხა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს რუსული მიზანი, რომელსაც ოპოზიციიდან ზოგი შეგნებულად, ზოგი გაუცნობიერებლად ერთგულად ემსახურება.საქართველოს სტრატეგული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად.