32 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების დღეს.
მისი თქმით, 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის გამორჩეული თარიღია, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უპირველესი ვალია.
„1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებმა გააერთიანა თაობების ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი შექმნა.
32 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. მაშინ, ამომრჩეველთა 98,9 %-მა, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩვენმა საზოგადოებამ შექმნა მაგალითი – დემოკრატიული გზით საბჭოთა ოკუპაციის დამარცხებისა.
ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის გამორჩეული თარიღი, რომლის ერთგულება და დაცვა ჩვენი უპირველესი ვალია.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა და თაობებს თავისუფლებისა და ღირსების საუკეთესო მაგალითი მოგვცა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.