საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს, რომელთან დაკავშირებითაც შსს-მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
„ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ყალბი ამბავი, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა.
აშკარაა, რომ მიმდინარეობს კოორდინირებული საინფორმაციო თავდასხმა არჩევნებზე და ის მხოლოდ გაძლიერდება არჩევნების მიმდინარეობისას. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სიფხიზლე და დაელოდოს ყველა ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებას.
ქვემოთ კი ის, რაც სინამდვილეში მოხდა:
„გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.