მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ოპოზიციიდან შემოსულია რამდენიმე წერილი, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას. აქ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როდესაც საკითხის მითითების გარეშე, მოჭრილად უარი იწერება სესიაზე დასწრებაზე, რაც არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის არსად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, არსად არ არის ბოიკოტის წესი, რომელიც, მით უმეტეს, ჩვენთან უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული ზოგი იპოზიციის ხელში. ასე რომ, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.