პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.
„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მარკეტა პეკაროვა-ადამოვას, მილოშ ვისტრჩილს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.