ვფიქრობ, რომ მე გავიყვანე რუსული ჯარები, ესეც იმ პათოსიდან არის, რაზეც ვსაუბრობდი. ლუი XIV-ის პათოსი, როდესაც წარმოდგენაა ასეთი, რომ ადამიანი თავად არის სახელმწიფო, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისივე თქმით, ერთი ადამიანი როცა ცდილობს, მიიწეროს სახელმწიფოს მუშაობა, არასწორია და აჩვენებს იმ არასწორ პათოსს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს თავის როლთან დაკავშირებით ქვეყნის აწმყოსა თუ მის წარსულზე.

„ამ ქვეყანას ბევრი გამორჩეული ადამიანი ჰყოლია, რომელსაც ინდივიდუალურად, თავად ერთს ბევრი რამ გაუკეთებია, მაგრამ თავის თავზე კი არ ამბობდნენ, ამას შემდეგ ისტორია ამბობდა. სხვათა შორის, ამ რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესში, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენი დიპლომატები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ყველა დეტალი უნდა გაეწერათ ამასთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ერთი ადამიანი ცდილობს, მიიწეროს მთლიანად მთელი სახელმწიფოს მუშაობა, ეს უბრალოდ არასწორია და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არასწორ პათოსს, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს თავის პერსონასთან და მის როლთან დაკავშირებით საქართველოს აწმყოსა თუ მის წარსულზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.