დღეს რვა ორმხრივი შეხვედრა იქნება აზიის, აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან. ვცდილობთ, იმ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდეთ, რომლებიც, შესაძლოა, თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ანგოლაში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, შეხვედრაზე მათთან საუბარი იქნება, რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვისაც რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.

„ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი იძულებით პირთა მხარდაჭერა და იმის აღიარება, რომ ამ ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნდნენ, არამედ ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა, რადგან თუ ეს პრინციპი დაირღვევა ერთხელ, შემდეგ ის შეიძლება დაირღვეს ბევრჯერ და, საბოლოო ჯამში, ბევრ ქვეყანას შეეხოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შედეგიც არის, რომ გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებულ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ორმხრივი შეხვედრები გვექნება იმ კოლეგებთან, ვინც საქართველოს მხარს სტაბილურად უჭერენ და მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გვაქვს. მათ მოვუწოდებთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.