"ასეთია სამყარო, როდესაც მას იუპიტერებად და ხარებად ჰყოფენ"
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის სქემის ამოქმედებას, რაც გულისხმობს რომ ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უცხოური პოლიტიკური გავლენის წინააღამდეგ ზომების გამკაცრებას გულისხმობს.