თუ გახსოვთ ოდესმე ივანიშვილი, რომელსაც ერმა თავისი უსაფრთხოება ანდო, მისულა ვინმესთან და სამძიმარი გამოუცხადებია. ივანიშვილმა თავისი პირადი ვერტმფრენიც კი, რომელიც აღჭურვილია ღამის ხედვის აპარატურით, არ გააგზავნა - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, გეოლოგიურ კატასტროფებს ვერ აიცილებს ვერცერთი მთავრობა, მაგრამ შეუძლია თავიდან აიცილოს მსხვერპლი, რაც ამ რეჟიმმა არ გააკეთა. რეჟიმის მეთაური იძლევა უპასუხისმგებლობის მაგალითს ყოველთვის, ყველა ასეთი კატასტროფის დროს. თუ გახსოვთ ოდესმე ის პიროვნება, ვისაც ერმა ანდო თავისი ბედი, სიცოცხლე, უსაფრთხოება, შვილების მომავალი, ასეთია საუბედუროდ ბიძინა ივანიშვილი, თუ მისულა ვინმესთან, სამძიმარი თუ გამოუცხადებია, თუ თავზე ხელი გადაუსვამს, თუ თავისი პირადი ვერტმფრენი გაუგზავნია ამ დღეებში რომ ის ხალხი ვინც მოჰყვა უზარმაზარ მთის მასაში და ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ არ იყო დაძირული, წელამდე იყო ლაფში, ანუ მათი გადარჩენა შეიძლებოდა ღამის ვერტმფრენის პირობებში, და ასეთი ხომ არ იყიდეს და არ იყიდეს, სამაგიეროდ ჯიპ-თვითმფრინავებით გავსებულია თბილისის აეროპორტი, მათი საოჯახო მოგზაურობებისთვის, ივანიშვილმა თავისი პირადი ვერტმფრენიც კი, რომელიც აღჭურვილია ღამის ხედვის აპარატურით, არ გააგზავნა, არ არის სუბარი ჩასვლაზე და იქ ადამიანების მოფერებაზე“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.