დამისახელოს ვინმემ დედამიწაზე ივანიშვილის დამზადებული პროდუქცია - არ არსებობს. პიროვნება დაკავებული საქართველოს ოკუპაციით და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოსვლის არავითარი საჭიროება არ არსებობს - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი ფული არ ჰქონია, მას ჰქონდა ფული კრიმინალური, ნარკოტიკების, იარაღის ვაჭრობით მიცემული რუსეთის უშიშროების სპეცსამსახურების მიერ და ბოლოს გამოატანეს მილიარდები, რათა საქართველო ეყიდა, მოეხდინა მისი მშვიდობიანი ანექსია და ოკუპაცია. აბა უპატრონო ახალგაზრდა არ დაუფინანსებია, სასწავლებლად არ გაუგზავნია, ტაძარში არ შესულა, ახალ ჯვარდაწერილებისთვის ბინა არ უყიდია და უსახლკაროთათვის ბინა არ აუშენებია, დაცლილი სოფელი არ აღუდგენია, უმუშევრები არ დაუსაქმებია და ერთი ჭიქა არ გამოუშვია. დამისახელოს ვინმემ დედამიწაზე ივანიშვილის დამზადებული პროდუქცია - არ არსებობს. პიროვნება დაკავებული საქართველოს ოკუპაციით და არავითარი საჭიროება რუსეთის ჯარის შემოსვლის აქ არ არის. რუსეთის ჯარი პუტინმა უკრაინაში იმიტომ შეიყვანა, რომ პოლიტიკური ანექსია ვერ მოახდინა კიევის. აქ პოლიტიკური ანექსია მოხდენილია 10 წლის წინ და შესაბამისად, ჯარი არ არის საჭირო“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.