შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ გადადგა, საკავშირო კაკებემ ორი ყარაული მიუჩინა - ივანიშვილი და ვოლსკი, ეს ვიდეო მასალებში ჩანს - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ედუარდ შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ გადადგა, ორი ყარაული მიუჩინა საკავშირო კაკებემ. იცით ვინ იყო ეს ორი ყარაული? ვოლსკი და ბიძინა ივანიშვილი, ეს ჩანს ვიდეო მასალებში, როდესაც ხვდებიან აქედან ჩასულ პროტესტანტებს და არწმუნებენ შევარდნაძის უდიდესობაში და დიდებულებაში. შესაბამისად, ეს პიროვნება არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, რაც კი ოდესმე შობილა. პრინციპში, ყველა რომ გავაერთიანოთ, მურმან ყრუდან დაწყებული, ვინც ვიცით საქართველოს უბოროტესი მტრები, ეს არის კონცენტრირებული ერთად, დამატებული და დამყნობილი სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და მთელი კოჰორტა, რომელმაც საქართველო მოწყვიტა მსოფლიო განვითარების ვექტორს“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.