მოკლედ---სააღსრულებლო ბიურომ დამიყადაღა ჩემი გაჭირვებული საბანკო ბარათი იმის გამო,რომ რამდენიმე წლის წინ ვამხილე დედოფლისწაროელი, ადგილობრივი მილიონერ---ფეოდალი ვინმე ბენიაიძე,არჩევნების გაყალბებაში, მოსახლეობის დატერორებაში,მიწის სავარგულების მიტაცებაში, რაც მთავარია რუსეთის აგენტ--რეზიდენტობაში, რადგან თუნდაც თამაზაშვილ---ღარიბაშვილის ჯგუფში ყოფნა, სწორედ ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.