პრეზიდენტს პარლამენტში რომ ეთქვა, ვთხოვ ევროპას და აშშ-ს რუსი ოლიგარქის დასანქცირებას, დავიჯერებდი, რომ ეს ქალი ძველი ცოდვების გამოსწორებას ცდილობს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი რჩება ბიძინა ივანიშვილის მთავარ მოკავშირედ. იმისათვის, რომ ნდობა მოიპოვოს ხალხში და პოლიტიკურ წრეებში, რაღაც უნდა თქვას სიმართლესთან მიახლოებული და 6 წლის თავზე წამოიკლავნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს, ეს მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის. მას თუ უნდოდა ჩამოეწმინდა დანაშაულებანი მის მიერ ჩადენილი ამ რეჟიმთან ერთად, უნდა გამოსულიყო პარლამენტში დ ეთქვა, რომ მე ვთხოვ ევროპას და აშშ-ს სანქციებს პუტინის რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. აქ ყველა კითხვა მოიხსნებოდა, არც არავინ გაუხსენებდა წარსულის ამბებს და დავიჯერებდი, რომ ეს ქალი ცდილობს ძველი ცოდვების გამოსწორებას და დგება ქვეყნის სამსახურში",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.