ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე წლებია, ჩვენი ხსენება სასტიკად აკრძალულია ივანიშვილის - იმედზე და გვარამიას - მთავარ არხზე. ვნახოთ, რას მოიგებს ეს ბატონი ამით,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ვინმე მკითხავს, როგორი იქნება უკანასკნელი ქართველი (უვარგისობის გაგებით), სამყაროს აღსასრულს, მე მხოლოდ და მხოლოდ ნიკა გვარამიას პორტრეტი წარმომიდგება თვალწინ. ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე წლებია, ჩვენი ხსენება სასტიკად აკრძალულია ივანიშვილის - იმედზე და გვარამიას - მთავარ არხზე. ვნახოთ, რას მოიგებს ეს ბატონი ამით. საქართველოს რომ აკლდება მართალი სიტყვა ჩვენი ამოგდებით - ამ აღვირახსნილი, სუპერ-ლიბერალური არხიდან, ფაქტია“,- წერს შალვა ნათელაშვილი.