თბილისში მიმდინარე აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით. - ამის შესახებ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დღეს დილიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაიყვანეს.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. იმყოფებიან.
პოლიცია ცდილობდა აქციის მონაწილეები გადაეყვანა გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დრომდე გადაკეტილია საავტომობილო გზა.
აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია დაკავებული, აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით.