ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე წერს:
მეგობრებო,
ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა "ოცნების" მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ - არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს სამქე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!
ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთნ ერთად და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს!
მოთხოვნა არ უდნა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ - კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს "ოცნებამ"! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!