ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევას მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ.
ამის შესახებ მათ კენჭისყრის წინ შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი:
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ.
ლევან იოსელიანმა მიიღო „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ ოთხ-ოთხი ხმა, თავად „მოქალაქეების“ ორი ხმა, ასევე ხმები უფრაქციო დეპუტატებისგან, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია. მხარდამჭერებს შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმშენებლის“ წარმომადგენლები.