"რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და
ზეგ 27 სექტემბერია!" - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ ყაველაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა საქართველოს ისტორიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. მისივე განცხადებით, ის წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა.