საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"გულითადად ვულოცავ მოლდოვასა და ქალბატონ პრეზიდენტს საქართველოდან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთება ევროპაში, ამაყად გავხდებით რა ევროკავშირის წევრები 🇬🇪🇲🇩🇪🇺 - წერს სალომე ზურაბიშვილი.
🔗https://rb.gy/oj3szt
შეგახსენებთ: ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.