უღრმესი მადლობა შარლ მიშელს, საქართველოს ურყევ მეგობარს! 🇬🇪🇪🇺 - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში:
"უღრმესი მადლობა შარლ მიშელს, საქართველოს ურყევ მეგობარს! 🇬🇪🇪🇺
თქვენი მუდმივი მხარდაჭერა, განურჩევლად გარემოებისა, ბევრს მეტყველებს. ქართველი ხალხი ღრმად აფასებს თქვენს სოლიდარობას და არწმუნებს მათ, რომ ევროპა არა მხოლოდ უსმენს, არამედ მათ გვერდით დგას.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.
„ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“,- წერს შალრ მიშელი.