სალომე სამადაშვილი: თუ ღარიბაშვილმა წარმატებებს მიაღწია, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„თუ „ქართული ოცნების" პოსტულატი, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი, წარმატებულ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა, მაგრამ თავად იციან, წარმატებული კი არა გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა, რადგან რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ, ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ „ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის", - ამბობს სამადაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.