მინდა გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც დღეს მისმენს - მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
"მინდა გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც დღეს მისმენს - მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და ვისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი, ან სცადეს და დემოკრატიაც. ქვეყანას, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის მცდელობა ოცნების, მაგრამ "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. მერე, თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა