ღარიბაშვილი შეეცადა, დღევანდელი დღე საკუთარ მიღწევად გაეფორმებინა, მაგრამ რეალობა სხვა არის, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს ვნახეთ, რომ ღარიბაშვილი დადგა და საკუთარი პროპაგანდისთვის ძალიან შეეცადა, რომ საკუთარ მიღწევად გაეფორმებინა დღევანდელი დღე, მაგრამ რეალობა ხომ სხვა არის. რეალობა არის ის, რომ ამ ხელისუფლებამ არ გაატარა ის რეფორმები, რაც ქვეყანას სჭირდებოდა. დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენი ადგილი არის ევროპულ სახლში და იმისთვის, რომ თქვენ ეს ადგილი დაიკავოთ, უნდა გადადგათ კიდევ არაერთი ნაბიჯი. დღეს ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაწევრიანების გზაზე წინ პროგრესი ძალიან გრძელი პროცესიაო და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნება" გაიშიფრა, რომ მისი საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხის და ევროკავშირის დამსახურებით წინ გადადგმული ნაბიჯი საკუთარ დამსახურებად მიიწეროს და აქვე ხელი დაიბანოს, რომ რაიმე სხვა პროგრესს ვინმე უნდა ელოდებოდეს მომავალში“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა