„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და აცხადებს : „პრეზიდენტმა რაც უთხრა მსმენელს არის ის, რომ დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროატლანტიკურ სივრცეში ამ ქვეყნის მოქცევა, მაგრამ ეს არჩევანი როგორც ჩანს, არ არის დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი“.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა რაც უთხრა მსმენელს არის ის, რომ დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროატლანტიკურ სივრცეში ამ ქვეყნის მოქცევა, მაგრამ ეს არჩევანი როგორც ჩანს, არ არის დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი.
ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მგონი, ყველასთვის ცხადია, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული დასავლეთში, რომელიც ცხადად ეტყვის რუსეთს და მათ მოკავშირე ხელისუფლებას, რომ მათი საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰქონდეს ევროპული მომავალი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.