აღშფოთება/შეშფოთება და "თავად დასრულდებიან მალე," არ დაამარცხებს რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც აღარ ფუთავს მის ნამდვილ ამოცანებს-საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს საქართველო და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ აქციოს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ყველა მათი ნაბიჯი-ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდიც, მოითხოვს გაანალიზებს. რაც ნათელია-ყველა მოსალოდნელ სვლას მომზადებული ხვდება რეჟიმი. ან მოულოდნელ სვლებით სიარულს შევძლებთ და გავიმარჯვებთ, ან მივყვებით გზას, რომელიც წინასწარ გაშიფრულიცაა და დანაღმულიც. ამგზის ბოლოს კი, 'ბელარუსიზაციაა'-კავკასიური ვარიანტი-უფრო ღარიბი, ქაოტური და საშიში.

ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს." - წერს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.