ვიღაც სვამს კითხვას - ესენი რომ წავლენ, ვინ უნდა მოვიდეს? მთავარი წყალგამყოფი არის ის რომ სამშობლოს მოღალატეზე უკეთესი არის ნებისმიერი პროდასავლური პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„საზოგადოების ნაწილს რთულად წარმოუდგენია მმართველობის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ჩვენს ისტორიაში. კოალიციური მმართველობა, ტრადიციული დასავლური, ევროპული ტიპის კოალიცია საქართველოში არ ყოფილა, მაინც ცვლილებები ხდებოდა ერთი ლიდერის, ერთი ძალის მეორით ჩანაცვლების გზით. ამიტომაც, ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ვიღაცას შეიძლება ეს რთულად წარმოუდგენია, იმიტომ რომ ამის გამოცდილება თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა, ამიტომაც, ვიღაც სვამს კითხვას - ესენი რომ წავლენ, ვინ უნდა მოვიდეს? მთავარი წყალგამყოფი არის ის რომ სამშობლოს მოღალატეზე უკეთესი არის ნებისმიერი პროდასავლური პოლიტიკური ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც სჭირდება ჩენს საზოგადოებას, მათ შორის რაც სჭირდება განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის პოლიტიკური ძალების შეჯიბრი და კონკურენცია კოალიციური მთავრობის გზით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.