ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული.
მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებით ინფრასტრუქტურას.
პროექტის მიხედვით კომპლექსში უნდა დაიგეგმოს დიდი საცურაო აუზი -არანაკლებ 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, საბავშვო აუზი, გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელების, მსაჯების, სამედიცინო პერსონალის ოთახები. ასევე, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს და ძალოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.












