უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„ღალატის მომსწრენი ვართ ყველანი. მზად არიან ამ ღალატს გადააყოლონ პოლიციის ღირსება და ქვეყნის მომავალი. ესენი არიან სამარცხვინოები და ყველაფერზე წამსვლელები. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს“,- განაცხადა ბუაძემ.