რომ არ “ყეფდეს” მედია, ოპოზიცია, საზოგადოების აქტიური ნაწილი, სულ სხვა დონეზე იქნებოდა ამათი თავგასულობა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ტყუილია, რომ თურმე “ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის”, რომ ამ ხელისუფლებას არავისი ეშინია და მაინც თავისას მიერეკება. გამოდის, რომ არ ჰქონია რაიმეს კეთებას აზრი, მათ შორის პარლამენტში. რომ არ “ყეფდეს” მედია, ოპოზიცია, საზოგადოების აქტიური ნაწილი, სულ სხვა დონეზე იქნებოდა ამათი თავგასულობა. მოდარაჯე ძაღლის როლიც როლია, თუ მეტი არ შეგიძლია. ჩვენ ნამდვილად მეტი შეგვიძლია და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე“- აცხადებს გოცირიძე.