"შეიძლება ბევრისათვის ეს სცენარი მართლაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ტრამპისათვის,"- "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე რუსეთის ფედერაციისა და აშშ- ის პირველ პირებს შორის გამართულ შეხვედრას და გაკეთებულ განცხადებებს აფასებს:

"ყველაზე არასწორი შეფასება არის ის, თითქოს ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. შეიძლება ბევრისათვის ეს სცენარი მართლაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ტრამპისათვის. მისთვის მოსალოდნელი შედეგით დამთავრების შემთხვევაში, შეხვედრის მეორე ნაწილი არ ჩაიშლებოდა. ის ერთი-ერთზე საუბარს და მოლაპარაკების შედეგების სუფრაზე გაღრმავებასაც გულისხმობდა. სუფრა მხოლოდ პურისჭამას არ ნიშნავს. 

ამ შეხვედრით რა თქმა უნდა მოიგო პუტინმა, კიდევ ერთი მარცხი განიცადა ტრამპმა. მოჰყვება ამას რუსეთისათვის უმძიმესი სანქციები თუ სიმბოლურად რაღაც ნაბიჯებს გადადგამს, ამასაც მალე ვნახავთ",  - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.