ჯობდა სულ არ ყოფილიყო ეს შეხვედრა, მაგრამ რაკი მოხდა, ასე დამთავრება იყო საუკეთესო გამოსავალი. ყველაზე უფრო ლანჩის გაუქმება მომეწონა. - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრას. 

16 აგვისტოს ანკორიჯში ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმება არ არის, მაგრამ „დიდი პროგრესია“ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში

ევროპელი ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა და აშშ-მ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა