სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს - აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რისკის ქვეშ დააყენონ კოალიციური ხელისუფლების მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
„საქართველოს არჩევნების ისტორიაში, გარდა ერთი ჩაშლილი არჩევნებისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიას გადაელახოს მაღალი ბარიერი, როცა იყო 7%-იანი ბარიერი. დღესაც არსებობს დიდი რისკი, რომ ოთხიდან ერთი დარჩეს ბარიერს მიღმა.
„ქართულ ოცნებაში“ ისედაც ძალიან არიან შეშინებული, თუმცა გაერთიანება რისკებს დააზღვევს, რომ შესაძლოა, რომელიმემ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ეს ბევრჯერ გვინახავს - არჩევნებამდე 15%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდათ კვლევებით და შემდეგ ბარიერს მიღმა დარჩენილან. არჩევნები ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელობით. კვლევებს რომელი პარტიაც ატარებს, იმ პარტიისთვის, რატომღაც, ყოველთვის კარგი შედეგი ჩანს გამოკითხვებში. კვლევებით გატაცებამ არ გამოიწვიოს სიფრთხილის მოდუნება.
სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს - აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რისკის ქვეშ დააყენონ კოალიციური ხელისუფლების მომავალი“, - განაცხადა „ინტერპრესის“ ეთერში რომან გოცირიძემ.