'ახალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეამცირებს საგადასახადო ტვირთს და დაუყოვნებლივ შეცვლის ქონების გადასახადის გაანგარიშების არსებულ წესს",- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ქართულმა ოცნებამ” კვლავ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. 20 წლის წინ მიღებული, მაშინ კარგი, მაგრამ დღეისათვის მოძველებული (ფასების ზრდის გამო) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წესით მისი გადახდა უწევს თითქმის მეორე ოჯახს, ისე რომ მან ეს არც კი იცის და არც ეუბნებიან. არ ეუბნებიან არჩევნების გამო. ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან. არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ, როგორც გადასახადების დამმალავები.
ოთხი წელი მოვანდომე პარლამენტში ამ საკითხის მოგვარებას, საკუთარი კანონპროექტიც წარვადგინე, მთავრობაც და პარლამენტიც ვაიძულე, რომ საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და წარმოადგენდნენ კანონპრტოექტს პარლამენტში ( ბოლო დაპირება გაზაფხულისთვის წარდგენა იყო). კვლავ მოიტყუეს.
ახალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეამცირებს საგადასახადო ტვირთს და დაუყოვნებლივ შეცვლის ქონების გადასახადის გაანგარიშების არსებულ წესს.